სიახლე

17-04-2023 :   მოლიბდენი

მოლიბდენი საინტერესო ელემენტია ქიმიური და ბიოლოგიური კუთხით. მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებითაც კი მოლიბდენი ძალიან უმნიშვნელოდ ფართოვდება, რის გამოც იყენებენ ელექტროობასა და რადიოტექნიკაში.
მოლიბდენი გამოიყენება შენადნობების დასამზადებლად. მაგალითად ფერომოლიბდენის ფოლადი ძალიან კარგი თვისებებით ხასიათდება: ადვილად იწელება და შედუღდება, მედეგია. ამ თვისებების გამო გამოიყენება მსხვილი ტექნიკის წარმოებაში.
ბიოლოგიური კუთხით მოლიბდენი ითვლება აუცილებელ მიკროელემენტად. მცენარეების ფოთლებში ყოველ 1 კილოგრამზე 1 მგ მოლიბდენი მოდის. ბევრი მოლიბდენია ლობიოში, ბარდასა და ცერცვში. მოლიბდენი ააქტიურებს კოჟრის ბაქტერიებს და მათი დახმარებით მცენარეები უკეთესად ითვისებენ აზოტს, ამიტომ ნიადაგში მცირე რაოდენობით მოლიბდენის მარილების შეტანა 30%-ით ზრდის იონჯისა და სამყურას მოსავლიანობას. მოლიბდენის სიჭარბე მავნებელია მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. სკვებში მოლიბდენის სიჭარბე იწვევს დაავადებას - ნიკრისის ქარი, რომლის ძირითადი სიმპტომი სახსრების ტკივილია.

ნანახია 634-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240