სიახლე
31-03-2023 : დაამზადე და შეამოწმე შამპუნი
2023 წლის 31 მარტს პროექტი კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობის ფარგლებში, „დაამზადე და შეამოწმე შამპუნი“ გაგრძელდა, წინა დღეს დაგეგმილი შეკრება სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლის კლუბ პასტერში. შეკრებაში მონაწილეობას იღებდნენ, სოფ. მჭადიჯვრის და სოფ. ლამოვანის და სოფ. შუახევის საჯარო სკოლის, კლუბ პასტერის წევრები, მოდერნიზებული მეთოდიკის საშუალებით ზეითუნის, სიმინდის ზეთების და მყარი ცხიმის-მარგარინის გამოყენებით მიღებული იქნა კიდევ ორი განსხვავებული ტიპის შამპუნი, სამწუხაროდ ჩაქრა სინათლე (რაც ბოლო პერიოდში ხშირი შემთხვევაა), მაგრამ აღნიშნულ დაბრკოლებას ხელი არ შეუშლია ბავშვებმა სარეაქციო არის გაცხელება გააგრძელეს შეშის ღუმელზე.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი #SCR-22-216]
ნანახია 629-ჯერ
კლუბი: პასტერი