სიახლე

16-03-2023 :   ქიმიის ლაბორატორიის განახლება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გრანტის ფარგლებში (SCR-22-216) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვარის საჯარო სკოლის ქიმიის ლაბორატორია განახლდა. ფონდიდან საგრანტო დაფინანსება 12000 ლარის ოდენობით მოიპოვა სკოლასთან არსებულმა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა „პასტერი“ თემით „დაამზადე და შეამოწმე“ საპონი.

საგრანტო დაფინანსების პირორებში ლაბორატორია აღიჭურვა ვიდეო პროექტორით, მაგნიტური შემრევით, კოლბა გამახურებლით, მოლეკულური მოდელებით, pH მეტრით, ელექტრონული სასწორით, ორგანული და არაორგანული სინთეზის ჩასატარებელად საჭირო მრავალფეროვანი ქიმიური ჭურჭლით, გამოსახდელი და ექსტრაქციის მოწყობილობებით, ბიუერეტებით და მობილური ლაბორატორიული ნაკრებით.

პროექტის ხელმძღვანელი: ელიზბარ ელიზბარაშვილი

თანახელმძღვანელი: თამაზ ქარქუსაშვილი

ასისტენტი: როინ ბერულავა



პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი  #SCR-22-216]

ნანახია 370-ჯერ



კლუბი: პასტერი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

274

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 748
პრეზენტაციები: 284
ექსპერიმენტები: 235