სიახლე

02-12-2022 :   ონლაინ ჩართვა პროექტ დაამზადე და შეამოწმე შამპუნი, ხელმძღვანელთან პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილთ

2022 წლის 2 დეკემბრის დილა ძალიან კარგი და სასიამოვნო აღმოჩნდა კლუბი პასტერის წევრებისათვის, რათა კლუბის შეკრებაზე, ჩვენი ქიმიის მასწავლებლის საშუალებით, მეცნიერ, პროექტის ხელმძღვანელ, პროფესორ ბატონ, ელიზბარ ელიზბარიშვილთან გვქონდა ჩართვა. მან პატარა დისკუსია გაგვიმართა, გვესაუბრა ცხიმების მოშორებაზე ჩვენი ტანისამოსიდან თუ სხვა რამიდან, ჩვენ ცოტას ვმორცხვობდით მაგრამ მაინც ვცდილობდით აქტიურობას. ელიზბარ ელიზბარაშვილმა პატარა ექსპერიმენტის ჩატარებაც გვთხოვა, რომელიც, დიდი სიამოვნებითა და ხალისით გავაკეთეთ სახლებში, მხოლოდ ორი ინგრედიენტით, თხევადი ჟელისა და მარილის დახმარებით. ჩვენ ჯერ ჩვენი ვარაუდები უნდა გვეთქვა და შემდეგ ცდა ჩაგვეტარებინა. მე ვივარაუდე რომ, ჟელე ჯერ გათხევადდებოდა და შემდეგ აქაფდებოდა, ერთი მხრივ გამართლდა მაგრამ გათხევადებასთან ერთად ჟელემ ფერიც იცვალა, ერთი სიტყვით რომ ვთქვა კმაყოფილები ვართ ბატონ ელისბართან ონლაინ შეხვედრით. ნიუსის ავტორი სოფო ფოთოლაშვილი

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი  #SCR-22-216]

ნანახია 617-ჯერ



კლუბი: პასტერი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240