სიახლე

17-03-2023 :   ფოსფორი - მნიშვნელოვანი ბიოგენური ელემენტი

გავრცელების მიხედვით ფოსფორი ელემენტებს შორის მეცამეტე ადგილზეა, ის 190 მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქში 0,12 % ფოსფორია. ცნობილია ამ ელემენტის 11 ალოტროპიული სახესხვაობა. ფოსფორი არის ძვლებში, კუნთებში, ტვინის ქსოვილში, მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, ფოსფოლიპიდების შენებაში, წარმოადგენს მაკროერგული ბმების წყაროს ატფ- ში.
ადამიანის ორგანიზმი დაახლოვებით 1,5 კგ ფოსფორს შეიცავს. აქედან 1,4 კგ ძვლებშია, 130 გ - კუნთებში, 12გ - ნერვულ ქსოვილებში. მის ძირითად რაოდენობას ადამიანი იღებს რძისა და პურის მეშვეობით. ფოსფორით მდიდარია თევზი, ლობიო, ზოგიერთი სახეობის ყველი.
სწორი კვებისთვის აუცილებელია საკვებით მიღებულ ფოსფორსა და კალციუმს შორის თანაფარდობა იყოს 1,5 : 1.
ფოსფორის სიჭარბე იწვევს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას, კალციუმის სიჭარბისას კი ვითარდება შარდკენჭოვანი დაავადება.
ფოსფორი XII საუკუნეში აღმოაჩინა არაბმა ალქიმიკოსმა ალქიდ ბეხილმა. მისი მიღების თარიღად ითვლება 1675 წელი. ჰ. ბრანდმა მიიღო სიბნელეში მნათი ნივთიერება, ,,ცეცხლი“ კოლბაში - ეს იყო თეთრი ფოსფორი.
ფოსფორს აკადემიკოსმა ფერსმანმა სიცოცხლისა და აზროვნების ელემენტი უწოდა.

ნანახია 524-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 757
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 239