სიახლე

03-03-2023 :   C - ვიტამინი

ვიტამინ C-ს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მისი დეფიციტი იწვევს დაავადებებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია სურავანდი (ცინგა, სკურბიტი). სამწუხაროდ, ვიტამინ C-ს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მისი მიღება უმთავრესად საკვებთან ერთად ხდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმი მას დანამატის სახითაც ნიშნავს. საბედნიეროდ, ვიტამინ C-ს ხილი და ბოსტნეული შეიცავს. განსაკუთრებით ბევრია ის ლიმონისა და ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენში. ზოგიერთ მზა საკვებში შეიძლება შედიოდეს სპეციალური დანამატის სახით. კლუბ ადეპტების წევრებმა ისარგებლეს იდეეების სკივრით და იქ მოცემული მეთოდიკის გამოყენებით და სხვადასხვა ხილსა (ფორთოხალი, კივი, ლიმონი, ვაშლი და სხვა) და ბოსტნეულში (სტაფილო, კომბოსტო ) განსაზღვრეს C - ვიტამინის შემცველობა. კვლევა ჩაატარეს სესილი აბსავამ და დავით კალანდიამ. მკვლევარები ემზადებიან შედეგების წარსადგენად.

ნანახია 66-ჯერ



კლუბი: ადეპტები

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

271

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 673
პრეზენტაციები: 258
ექსპერიმენტები: 228