სიახლე
04-03-2023 : როგორ გამოვყოთ დნმ ხილიდან
დნმ აღმოაჩინა შვეიცარიელმა ექიმმა, იოჰან ფრიდრიხ მიშერმა 1868 წელს. მან არც კი იცოდა, ამ აღმოჩენით რა გადატრიალებას ჩაუყარა საფუძველი ბიოლოგიაში. მიშერი სრულიადაც არ ეძებდა მემკვიდრეულ ნივთიერებას, იგი ჰისტოქიმიით იყო გატაცებული. ფრიდრიხ მიშერი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ქსოვილების განსხვავებულ აგებულებასა და ფუნქციებს მათი განსხვავებული ქიმიური შედგენილობა განაპირობებდა. მას განსაკუთრებით ბირთვის კვლევა აინტერესებდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბირთვი 1831 წელს აღმოაჩინეს, მისი ქიმიური ბუნების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მაშინ მიშერმა საკვლევ მასალად ჩირქი გამოიყენა. და რადგან გამოყოფილი ნივთიერების შედგენილობა ერთფეროვანი იყო ჩათვალეს, რომ მას რა შეეძლო დაშიფრული ინფორმაციის ტარება, თუმცა მოგვიანებით დამტკიცდა, რომ სწორედ დნმ არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი. კლუბის წევრებმაც სცადეს დნმ - ის გამოყოფა. დნმ ის გამოყოფა არც ისე რთულია. კლუბის წევრებმა ამ ეტაპზე კივიდან გამოყვეს დნმ. რისთვისაც გამოიყენეს - კივი, სუფრის მარილი, იზოპროპილის სპირტი (მისი შეცვლა შეგიძლიათ 70 % - იანი ეთანოლით), გამოხდილი წყალი. კვლევაზე მუშაობა გრძელდება. მკვლევარები ემზადებიან შედეგების გასაზიარებლად. კვლევაზე იმუშავეს: გიგი მოლაშხიამ, ვატო და ტატა ჭკადუებმა.
ნანახია 138-ჯერ
კლუბი: ადეპტები