სიახლე

04-12-2022 :   კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე

მე-9 სამეცნიერო პიკნიკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. ,,ანაბასისელები" მისმიმდინარეობაში უდიდესი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მისიმიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის და თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმით. სკოლა ,, ანაბასისის" მკვლევართა კლუბი ახალგაზრდა მკვლევართაკლუბების ქსელის წევრია და ტრადიციულად, უკვე მეექვსედ მასპინძლობდა ვიზიტორებს საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებით. მოსწავლეების ძირითადი თემატიკა ,,ფერადი ქიმია" იყო. პიკნიკზე ,,ანაბასისელთა გუნდი 23 წევრისაგან შედგებოდა. ისინი მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და სკოლაში მოქმედ კლუბებში გაერთიანებული მოსწავლეენი არიან. თითოეულს არჩეული ჰქონდა ექსპერიმენტი, რომელსაც უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებდნენ, გულმოდგინედ უხსნიდნენ მნახველებს მიღებულ შედეგებს. ნორჩი მკვლევარების ექსპერიმენტებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. პინიკზე ვიზიტის ორგანიზატორები პედაგაგოები: ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე და თეა სამხარაძე იყვნენ. ,,სკოლა ანაბასისის" მკვლევართ კლუბს გადაეცა სერტიფიკატი პიკნიკში მონაწილეობისათვის და ასევე სერთიფიკატებიგადაეცათ ანაბასისელ ნორჩ მკვლევარებ, დღემ ზალან საინტერესოდ ჩაიარა.

ნანახია 487-ჯერ



კლუბი: ანაბასისი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238