სიახლე

29-11-2022 :   მსოფლიოს დასუფთავების დღე

სსიპ- რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლის კლუბ „მომაცლისანი“-ს წევრები უკვე მესამედ შეუერთდნენ ამ ღონისძიებას. დასუფთავების აქციაში 10 მოხალისე ჩაერთო, ყველაზე პატარა 6 და 8 წლის ბუნების დამცველებმა ტოლი არ დაუდეს უფროსკლასელებს და თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ დიდ საქმეში. მოვიძიეთ დანაგვიანებული ლოკაცია და 18 სექტემბერს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დავასუფთავეთ მდინარე ხობისწყლის სანაპირო ზოლი. აქციის ფარგლებში შევაგროვეთ 1350 კგ ( 15 ტომარა) სხვადასხვა სახის (პლასტმასისა და მინის ბოთლები, თუნუქის ქილები, ცელოფანის პარკები) ნარჩენი. გარემოში არსებული ნარჩენები უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, ამიტომ თითოეული ჩვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია. #ერთადვიზრუნოთგარემოზე

ნანახია 462-ჯერ



კლუბი: მომავლისანი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

275

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 756
პრეზენტაციები: 287
ექსპერიმენტები: 238