სიახლე

30-11-2022 :   “შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე“

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდება ერთ დღესაც დედამიწაზე ტყეები რომ გაქრეს? თუ ხე-ტყის ჭრა დღევანდელი ტემპით გაგრძელდა. შესაძლოა ეს მართლაც მოხდეს. ხეები, ტყის დამახასიათებელი ელემენტები, გარემოს უძვირფასესი კომპონენტებია. ისინი ახდენენ ჰაერის გაწმენდას დამაბინძურებლებისგან, არეგულირებენ წყლის ციკლს, წარმოქმნიან ჟანგბადს და ამარაგებენ ატმოსფეროს ოზონით. ქაღალდი არ არის გამოუყენებელი, ის ექვემდებარება რეციკლირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხელმეორედ გადამუშავების შედეგად მისი გამოყენება თავიდანაა შესაძლებელი. ექსპერიმენტის ჩატარებისას აუცილებელია დავიცვათ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები კერძოდ, გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელთათმანი, ხალათი და პირბადე. იმისთვის, რომ გაგვერკვია თუ რამდენადაა შესაძლებელი ქაღალდის დამზადება კლუბ „მომავლისანი“-ს წევრებმა უსაფრთხოების დაცვით ჩაატარეს ექსპერიმენტი და მიიღეს ქაღალდი. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ მცირე რაოდენობის ქაღალდით, მათ შეუძლიათ თავად, სახლის პირობებში, დაამზადონ ქაღალდი მაკულატურის გამოყენებით. პროცესი მარტივი და უსაფრთხოა. მიღებული ქაღალდით მისალოცი ბარათები დავამზადეთ და მშობლები და პედაგოგები გავახარეთ. მართალია მაკულატურის შეგროვება არ არის გარემოზე ზიანის მიყენების თავიდან აცილების ერთადერთი გზა, თუმცა ფაქტია, რომ ქაღალდის რეციკლირებით შესაძლებელია საგრძნობი შედეგის მიღწევა, რაც ტყის მასივის შენარჩუნებას და შესაბამისად ჰაერის დამაბინძურებლებისგან დაცვას ნიშნავს.

ნანახია 640-ჯერ



კლუბი: მომავლისანი

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240