სიახლე

19-08-2021 :   "მწვანე მეგობრები"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 16თებერვალს გამოაცხადა "სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ "მწვანე ფილტრების“ კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დააფინანსებდა აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს. დაფინანსების მაქსიმალური ოდეონობა შეადგენდა 2000ლარს. ზემოთ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქ.ბათუმის N5 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა ჩვენმა კლუბმა "მელიორა“-მ. ჩვენ ბათუმის რესურსცენტრში გავაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა, ამის შემდეგ, კი მივივიღეთ შეტყობინება ჩვენი კლუბის დაფინანსებასთან და კონკურსში გამარჯვებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს. დაფინანსებული თანხით უკვე შევიძინეთ ნაძვისა და ღვიის 15 ნერგი, ახლო მომავალში კი შევიძენთ დარჩენილ ნერგებს და რესურსებს. სულ მალე ერთაინი ძალებით და დიდი მოტივაციით დავიწყებთ სამუშაოებს და დავრგავთ ნერგებს სკოლისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნანახია 1407-ჯერ



კლუბი: მელიორა

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

274

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 748
პრეზენტაციები: 285
ექსპერიმენტები: 235