სიახლე

18-07-2021 :   იოდი

ის ჩვენს ცნობიერებაში უკავშირდება ყავისფერ სითხეს, რომელიც საოჯახო აფთიაქის აუცილებელი კომპონენტია. ეს იოდის სპირტხსნარია, რომელსაც ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს.
იოდი 1811 წელს აღმოაჩინა ფრანგმა მეცნიერმა კურტუამ, რომელიც ზღვის წყალმცენარეების ნაცარს იკვლევდა. ამ ნედლეულიდან მაშინ სოდას იღებდნენ.
ნაცარში აღმოჩენილ ახალ ნივთიერებას გეილუსაკმა იოდი უწოდა, რაც ბერძნულად ნიშნავს მუქ-ლურჯს ან იისფერს.
იოდი საკმაოდ იშვიათი ელემენტია ჰალოგენების ჯგუფიდან. არსებობს ჭაბურღილების წყლებში; ტუტე მეტალების მარილებში; საკმაო რაოდენობითაა ზღვის წყალმცენარეებში.
იოდი მყარი, კრისტალური ნივთიერებაა, განიცდის სუბლიმაციას; წყალში ცუდად იხსნება (ლიტრში მხოლოდ 0,3395გ).
ქირურგიაში იოდი, როგორც ჭრილობების სამკურნალო ანტისეპტიკური საშუალება, პირველად 1904 წელს გამოიყენა რუსმა სამხედრო ექიმმა, მხოლოდ გამოიყენა იოდის წყალხსნარი. შემდგომში კი დაიწყეს იოდის სპირტხსნარის გამოყენება.
1854 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა შატენმა ახსნა დაავადება ჩიყვის იოდზე დამოკიდებულება, თუმცა სამეცნიერო წრეებში ეს კვლევა გააკრიტიკეს და არ მიიღეს. 50 წლის შემდეგ გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს ფარისებრ ჯირკვალში იოდის დიდი რაოდენობით შემცველობა და კავშირი იოდის ნაკლებობასა და სხვადასხვა დაავადებებს შორის.
ორგანიზმში შემავალი იოდის საერთო რაოდენობიდან 25 მგ არის ფარისებრ ჯირკვალში. მისი შემცველობა სისხლში ძალიან მცირეა, მაგრამ გასაოცარ მუდმივობას ამჟღავნებს, რასაც სისხლის იოდურ სარკეს უწოდებენ.
იოდს შეიცავს ზღვის კომბოსტო, რძე, თევზი, კვერცხი.
იოდი მიმოიქცევა ბუნებაში. ჰაერში ზღვის წყლის აორთქლებით ხვდება, ქარებს გადააქვთ მატერიკზე, ხოლო ნალექების საშუალებით ხვდება ნიადაგში, გრუნტის წყლებსა და ცოცხალ ორგანიზმებში. ამ უკანასკნელში არსებული იოდი სიკვდილის შემდეგ უბრუნდება ნიადაგს და კვლავ ერთვება წრებრუნვაში.

ნანახია 1647-ჯერ



კლუბი: მერვე

 

 

 

კონფერენცია

 

კვირის აქტივობა

უკვე გახსნილია

276

კლუბი

ვინ იქნება შემდეგი?

სტატისტიკა
სიახლეები: 765
პრეზენტაციები: 295
ექსპერიმენტები: 240