სიახლე
17-05-2021 : კალციუმი
კალციუმი მსუბუქი, პლასტიკური ტუტემიწა მეტალია. პირველად 1807 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ჰ. დევიმ მიიღო ელექტროლიზის მეთოდით. კალციუმის ბუნებრივი ნაერთები ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. განსაკუთრებით დიდია კალციუმის როლი ცოცხალ ბუნებაში. ის მნიშვნელოვანი მაკროელემენტია: ძვლის ქსოვილში დაახლოვებით 80% კალციუმის ფოსფატია; კალციუმი ზრდის ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს, ახასიათებს ანტიალერგიული და სისხლის შემადედებელი მოქმედება, ააქტივებს ფერმენტებს, მოქმედებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე; ამცირებს ტოქსინების მოქმედებას.
ადამიანის სისხლში კალციუმის შემცველობის შემცირება იწვევს მეხსიერების გაუარესებას და გონებრივ ჩამორჩენილობას. მისი მარაგის შევსება აუცილებლად უნდა ხდებოდეს საკვები პროდუქტებიდან. კალციუმს შეიცავს რძე და რძის პროდუქტები, თევზი, ლობიო, ბარდა, ოსპი, ასკილი, ისპანახი, გოგრა, კომბოსტო, თხილი. კალციუმი კარგად შეითვისება ფოსფორისა და მაგნიუმის თანხლებისას.
კალციუმის იდეალური საბადოა კვერცხის ნაჭუჭი. ხალხური მედიცინის ძველ რეცეპტებში ფართოდაა გამოყენებული როგორც კვერცხი, ასევე მისი ნაჭუჭი. გამოკვლევებით დადგენილია ნაჭუჭის გამაჯანსაღებელი მოქმედება. მისი 90% კალციუმის კარბონატისგან შედგება, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ნაჭუჭი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს შეიცავს, შეიძლება ითქვას, რომ კვერცხის ნაჭუჭი ადამიანისთვის ბუნების საჩუქარია!
ნანახია 1775-ჯერ
კლუბი: მერვე