სიახლე
23-03-2019 : წითელი კომბოსტო და pH-ის ინდიკატორი
არსებითი კითხვა: როგორ შეუცვლის ფერს ბუნებრივი ინდიკატორი სხვადასხვა ნივთიერებებს. ბუნებრივი ნედლეული - წითელი კომბოსტო.
საკვანძო სიტყვები: რობერტ ბოილი, ია, რუდოლფ გლაუბერი, გოგირდმჟავა H2SO4, ძმარმჟავა CH3COOH, სასმელი სოდა NaHCO3 (თხევადი), საპონი, გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი NaOH.
ცდის მიმდინარეობა: პირველ რიგში დავჭერით კომბოსტო, ავადუღეთ წყალი, დავასხით და გავაჩერეთ 7-8 წუთი, სანამ ხსნარმა სასურველი ფერ არ მიიღო. ხსნარის მომზადების და გაგრილების შემდეგ, სინჯარებში თანაბრად გადავანაწილეთ. პირველ სინჯარაში ჩავამატეთ გამოხდილ წყალში გახსნილი სოდა. მეორეში - ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მესამეში - ძმარმჟავა, მეოთხეში - თხევადი საპონი, მეხუთეში - გოგირდმჟავა და დავაკვირდით ფერის ცვლილებას.
ცდის ანალიზი: წითელი კომბოსტო ინდიკატორად გამოიყენება მასში შემავალი ნივთიერება ანტოციანის გამო, რომელიც კარგად იხსნება წყალში და სხვადასხვა არეში ფერს იცვლის. pH ინდიკატორად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ფერადი ხილის წვენი.
შედეგი: • სასმელი სოდა - მწვანე შეფერილობა. • ნატრიუმის ჰიდროქსიდი - მოყვითალო მომწვანო შეფერილობა. • ძმარმჟავა - მოვარდისფრო შეფერილობა. • თხევადი საპონი - ცისფერი შეფერილობა. • გოგირდ მჟავა - წითელი შეფერილობა.
ნანახია 3503-ჯერ
კლუბი: რადიუმი