სიახლე
21-03-2019 : ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი - “რადიუმი”
მ ო გ ე ს ა ლ მ ე ბ ი თ !
2019 წლის 21 მარტს სსიპ ქ.ბათუმის N 8 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი - ,,რადიუმი’’, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი მაია ჩაგანავა. კლუბის წევრები კი ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები არიან.
პირველ შეხვედრაზე: წევრები გაეცნენ კლუბის წესდებას, არჩევნების გზით აირჩიეს კლუბის პრეზიდენტი, გადაინაწილეს სხვა პოზიციებიც და დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები.
კლუბის მიზანია მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები,
დახვეწონ მიღებული ცოდნა და გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე განუვითაროთ ლოგიკური აზროვნება და გაიფართოვონ მსოფლმხედველობა.
ნანახია 2879-ჯერ
კლუბი: რადიუმი