სიახლე
30-11--0001 : საქარველოში სხეულის ჰიგიენას როგორ იცავდნენ და თმის დასაბანად რა საშუალებებს იყენებდნენ?
_საქარველოში სხეულის ჰიგიენას როგორ იცავდნენ და თმის დასაბანად რა საშუალებებს იყენებდნენ? __ საქართველოში არსებობდა სხეულის ჰიგიენის დაცვის თავისებური რეჟიმი: ყოველდღიური, ყოველკვირეული და სადღესასწაულო. ყოველდღიური ჰიგიენური რეჟიმი გულისხმობდა მუშაობის დროს სავალდებულო წესებს. ძველად სოფლის მოსახლეთა უმრავლესობას ეზოში წყალი არ ჰქონდა. პირადი ჰიგიენის დასაცავად და საოჯახო მოთხოვნილებისათვის ჭის, წვიმის, წყაროსა და მდინარის წყალი გამოიყენებოდა. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა თმის მოსავლელად `7 მაისის წვიმის წყლის~ განსაკუთრებული სარგებლობის შესახებ. სწამდათ, რომ `7 მაისის წვიმის წყალი~ ხელს უწყობდა თმის ზრდას, მის სიხშირეს. ხშირი თმა განსაკუთრებით ფასობდა. ხალხში შემონახულია ცოდნა `შვიდი მაისის წვიმის წყლით~ მომზადებული მრავალნაირი მცენარის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ. 7 მაისს ახალმოკრეფილი ბალახებით, მცენარეთა ფოთოლ–ყვავილებით შეზავებული და შემთბარი წვიმის წყლით თმასა და სხეულს იბანდნენ. ასეთი ნაზავი `თმას ზრდიდა და კანს ალამაზებდა, ჯანმრთელობისთვისაც კარგი იყო ~. ეს დღე `დიდ და ძლიერ დღედ~ ითვლებოდა. წვიმის მოსვლა თითქოსდა ემთხვეოდა შვიდ მაისს, როცა საქართველოში სხვადასხვა დღეობა იმართებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, `შვიდმაისობა~ ქსოვრისში (მცხეთის რაიონი), შილდაში (ყვარლის რაიონი). მესხეთ–ჯავახეთში სწამდათ, რომ შვიდ მაისს შვიდჯერ უნდა იწვიმოს. ხალხი ამბობდა: `ნეტარება იმას, ვინც ამ წყალს შეაგროვებს და ნეტარება იმ მინდორ–ველს, სადაც ეს წვიმა მოვა~; საქართველოს გარდა მაისის წვიმისა და ცვრის განსაკუთრებული გამანაყოფიერებელი ძალის რწმენა ევროპისა და აზიის ხალხთა კულტურაშიც დასტურდება. საოჯახო ჰიგიენის აუცილებელი შემადგენელია სარეცხის რეცხვა, რისთვისაც თავსაბან მიწას, საპონსა და `ნაცარწმენდილს~ იყენებდნენ. სარეცხს ოჯახის უფროსი დიასახლისი რეცხავდა, გასაფენად ღობეებს იყენებდნენ. თავად–აზნაურებს საგანგებო მრეცხავები ჰყავდათ. გარეცხვას უკავშირდებოდა რიგი აკრძალვა: მაგალითად, ღამით, უქმე და სამარხვო დღეებში გარეცხვა_გაფენა იკრძალებოდა. ჰიგიენურ წესებს შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი თმის მოვლას უჭირავს, რომელსაც გააჩნია ჰიგიენური, ასევე ესთეტიკური ფუნქცია, ხშირ შემთხვევაში კი, მაგიურ–რელიგიური დატვირთვაც. თმის მოვლა გულისხმობს ვარცხნილობისა და თავდახურვის წესების დაცვასაც. გათხოვილი ქალისათვის თავდახურვა აუცილებელი იყო. თმის ჰიგიენაში იგულისხმებოდა დაბანა, შეღებვა და მკურნალობა. თმას იბანდნენ კვირაში ერთხელ, ძირითადად, სამშაბათს ან ხუთშაბათს. ეს დღეები ითვლებოდა `ბედნიერ დღეებად~. თმის დასაბანი საშუალებები პირობითად შეიძლება გაიმიჯნოს მარტივად და რთულად. თმის დასაბანი მარტივი საშუალებებია: 1. ნაცარწმენდილი (ნაცარტუტა, ნაცრისთვალი, ნაცარწმული, ნაცრისძალი) ყველაზე დაბალი ხარისხის დასაბან, გასარეცხსა და შესაღებ საშუალებად ითვლებოდა. მას ღარიბი და შეჭირვებული ადამიანი იყენებდა. ნაცარწმენდილით იღებავდნენ ქერა, ღია ფერის თმას, მუქსა და თეთრ თმას კი იგი მხოლოდ ერთგვარ შეფერილობას აძლევდა. ნაცარს ავი სულების საწინააღმდეგო საშუალებადაც ითვლებოდა; 2. მარილწყალი. თმის დასაბანად გამოიყენებოდა მარილით გაჯერებული წყლის ნაზავი; 3. ნახდის წვენი, არყის ქაფი. 4. მახოხი. ხაშით აფუებული, მოზელილი და დამჟავებული ცომის ნაჟური (იგულისხმება ცომზე წყლის დასხმა); 5. ტყემალი, ტყემლის ნახარში და მისგან დამზადებული ტყლაპი და 6. რძე და რძის ნაწარმი (დო, მაწონი, არაჟანი, შრატი). ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებანი, ნაცარწმენდილისა და მარილწყლის გარდა გამოიყენებოდა როგორც თმის დასაბანად, ასევე სახის გასაწმენდად. თმის დასაბანი რთული საშუალებები კი საპონი და თავსაბანი მიწაა. __საქარველოში სხეულის ჰიგიენას როგორ იცავდნენ და თმის დასაბანად რა საშუალებებს იყენებდნენ? __ საქართველოში არსებობდა სხეულის ჰიგიენის დაცვის თავისებური რეჟიმი: ყოველდღიური, ყოველკვირეული და სადღესასწაულო. ყოველდღიური ჰიგიენური რეჟიმი გულისხმობდა მუშაობის დროს სავალდებულო წესებს. ძველად სოფლის მოსახლეთა უმრავლესობას ეზოში წყალი არ ჰქონდა. პირადი ჰიგიენის დასაცავად და საოჯახო მოთხოვნილებისათვის ჭის, წვიმის, წყაროსა და მდინარის წყალი გამოიყენებოდა. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა თმის მოსავლელად `7 მაისის წვიმის წყლის~ განსაკუთრებული სარგებლობის შესახებ. სწამდათ, რომ `7 მაისის წვიმის წყალი~ ხელს უწყობდა თმის ზრდას, მის სიხშირეს. ხშირი თმა განსაკუთრებით ფასობდა. ხალხში შემონახულია ცოდნა `შვიდი მაისის წვიმის წყლით~ მომზადებული მრავალნაირი მცენარის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ. 7 მაისს ახალმოკრეფილი ბალახებით, მცენარეთა ფოთოლ–ყვავილებით შეზავებული და შემთბარი წვიმის წყლით თმასა და სხეულს იბანდნენ. ასეთი ნაზავი `თმას ზრდიდა და კანს ალამაზებდა, ჯანმრთელობისთვისაც კარგი იყო ~. ეს დღე `დიდ და ძლიერ დღედ~ ითვლებოდა. წვიმის მოსვლა თითქოსდა ემთხვეოდა შვიდ მაისს, როცა საქართველოში სხვადასხვა დღეობა იმართებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, `შვიდმაისობა~ ქსოვრისში (მცხეთის რაიონი), შილდაში (ყვარლის რაიონი). მესხეთ–ჯავახეთში სწამდათ, რომ შვიდ მაისს შვიდჯერ უნდა იწვიმოს. ხალხი ამბობდა: `ნეტარება იმას, ვინც ამ წყალს შეაგროვებს და ნეტარება იმ მინდორ–ველს, სადაც ეს წვიმა მოვა~; საქართველოს გარდა მაისის წვიმისა და ცვრის განსაკუთრებული გამანაყოფიერებელი ძალის რწმენა ევროპისა და აზიის ხალხთა კულტურაშიც დასტურდება. საოჯახო ჰიგიენის აუცილებელი შემადგენელია სარეცხის რეცხვა, რისთვისაც თავსაბან მიწას, საპონსა და `ნაცარწმენდილს~ იყენებდნენ. სარეცხს ოჯახის უფროსი დიასახლისი რეცხავდა, გასაფენად ღობეებს იყენებდნენ. თავად–აზნაურებს საგანგებო მრეცხავები ჰყავდათ. გარეცხვას უკავშირდებოდა რიგი აკრძალვა: მაგალითად, ღამით, უქმე და სამარხვო დღეებში გარეცხვა_გაფენა იკრძალებოდა. ჰიგიენურ წესებს შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი თმის მოვლას უჭირავს, რომელსაც გააჩნია ჰიგიენური, ასევე ესთეტიკური ფუნქცია, ხშირ შემთხვევაში კი, მაგიურ–რელიგიური დატვირთვაც. თმის მოვლა გულისხმობს ვარცხნილობისა და თავდახურვის წესების დაცვასაც. გათხოვილი ქალისათვის თავდახურვა აუცილებელი იყო. თმის ჰიგიენაში იგულისხმებოდა დაბანა, შეღებვა და მკურნალობა. თმას იბანდნენ კვირაში ერთხელ, ძირითადად, სამშაბათს ან ხუთშაბათს. ეს დღეები ითვლებოდა `ბედნიერ დღეებად~. თმის დასაბანი საშუალებები პირობითად შეიძლება გაიმიჯნოს მარტივად და რთულად. თმის დასაბანი მარტივი საშუალებებია: 1. ნაცარწმენდილი (ნაცარტუტა, ნაცრისთვალი, ნაცარწმული, ნაცრისძალი) ყველაზე დაბალი ხარისხის დასაბან, გასარეცხსა და შესაღებ საშუალებად ითვლებოდა. მას ღარიბი და შეჭირვებული ადამიანი იყენებდა. ნაცარწმენდილით იღებავდნენ ქერა, ღია ფერის თმას, მუქსა და თეთრ თმას კი იგი მხოლოდ ერთგვარ შეფერილობას აძლევდა. ნაცარს ავი სულების საწინააღმდეგო საშუალებადაც ითვლებოდა; 2. მარილწყალი. თმის დასაბანად გამოიყენებოდა მარილით გაჯერებული წყლის ნაზავი; 3. ნახდის წვენი, არყის ქაფი. 4. მახოხი. ხაშით აფუებული, მოზელილი და დამჟავებული ცომის ნაჟური (იგულისხმება ცომზე წყლის დასხმა); 5. ტყემალი, ტყემლის ნახარში და მისგან დამზადებული ტყლაპი და 6. რძე და რძის ნაწარმი (დო, მაწონი, არაჟანი, შრატი). ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებანი, ნაცარწმენდილისა და მარილწყლის გარდა გამოიყენებოდა როგორც თმის დასაბანად, ასევე სახის გასაწმენდად. თმის დასაბანი რთული საშუალებები კი საპონი და თავსაბანი მიწაა. .
ნანახია 885-ჯერ
კლუბი: სხივები2