სიახლე
30-11--0001 : კარანტინი -
კარანტინი - ეს არ არის მხოლოდ შფოთვისა და მოწყენილობის განაჩენი. არაერთმა გენიალურმა მწერალმა, მეცნიერმა და დრამატურგმა გვაჩვენა, რომ თვითიზოლაცია შემოქმედებით წარმატებაზე დადებითად აისახება. წარმოგიდგენთ გენიოსს, რომლებმაც კარანტინში გატარებული დრო ყველაზე ნაყოფიერად გამოიყენა. მიზიდულობის ძალა და ასტრონომია ერთხელ მის ბაღში, მართლაც ჩამოვარდა ვაშლი (ყოველ შემთხვევაში, ასე იხსენებდა ათწლეულების შემდეგ, უკვე მოხუცი მეცნიერი ცხოვრების იმ წლებს)... და მეცნიერმა იმ ძალაზე დაიწყო ფიქრი, რომელმაც ვაშლს ჩამოვარდნა «აიძულა». ეს ძალა იყო, რომელიც მიწის ზედაპირიდან, საკმაოდ დაშორებულ ობიექტზე მოქმედებდა. მაგრამ, რამდენად დაშორებულზე? – «იქნებ ეს ძალა მთვარეზეც მოქმედებდა, ან იქნებ, უფრო შორ მანძილზე მდებარე ციურ ობიექტებსაც სწვდებოდა? მაგრამ, ამ შემთხვევაში, რატომ არ ვარდება მთვარე დედამიწაზე?» – ფიქრობდა მეცნიერი. ნიუტონმა ეს გამოცანაც ამოხსნა – მან გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა. თვითიზოლაციაშ მყოფმა სტუდენტმა უამრავი ჩანაწერი გააკეთა, უამრავი გამოთვლა ჩაატარა. მან ერთიანი ჯაჭვი შექმნა, რომელიც დედამიწას მთვარესთან და მზის სისტემის სხვა პლანეტებთან აკავშირებდა და ბოლოს ფორმულა გამოიყვანა, რომელიც «სამყაროს მოწყობის სისტემას ხსნიდა». თითქმის, 20 წლის მანძილზე, ნიუტონი წიგნზე მუშაობდა და ინფორმაციას თავისი აღმოჩენის შესახებ, არავის უმხელდა... და როდესაც მან ტრაქტატი გამოაქვეყნა სახელით – Philosophi Naturalis Principia Mathematica («ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები»), რომელშიც სრული ინფორმაცია იყო მოცემული, ციური სხეულების მოძრაობის და გრავიტაციის შესახებ, მას სამეცნიერო წრეებში, აფეთქებული ნაღმის ეფექტი ჰქონდა.
ნანახია 2065-ჯერ
კლუბი: სხივები2