სიახლე
14-11-2019 : ჰიდროპონიკის მოწყობილობა
ქიმია-ბიოლოგიის კლუბის წევრებმა შეადგინეს გეგმა და ააწყეს ჰიდროპონიკის მოწყობილობა, რომელიც გულიხმობს მცენარეების გაზრდას წყალზე. შერჩეული იყო იგივე მცენარეები რაც დაითესა ნიადაგში, მომზადდა საკვები სითხე, რომელშიც შეტანილი იყო მცენარის ზრდა განვითარებისთვის საჭირო ყველა მინერალური ნივთიერება. მოსწავლეებმა ხსნარი შეიტანეს ერთნაირი რაოდენობით ყველა მილში, სპეციალური ინერტული მასალა (კერამზიტი) მოათავსეს ქოთნებში და დაყარეს მცენარის თესლები. დაიწყეს თესლის გაღვივებაზე დაკვირვება.
ნანახია 1920-ჯერ
კლუბი: კლუბი N42