ქიმიური ექსპერიმენტები

02-04-2024 ჯადოსნური ჯოხი

ერთ ფაიფურის ჯამში მოვათავსეთ ცოტაოდენი კალიუმის პერმანგანატი და დავაწვეთეთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. მეორე ჯამში ჩავდეთ ბამბა, რომელზედაც დავასხით ეთანოლი. მინის წკირი შევახეთ ჯერ კალიუმის პერმანგანატის და გოგირდმჟავას ნარევს, შემდეგ იგივე წკირი სპირტიან ბამბას დავადეთ, სპირტს ცეცხლი უცებ მოეკიდა. რა არის ამ რეაქციის არსი? გოგირდმჟავა ურთიერთქმედებს კალიუმის პერმანგანატთან და მიიღება მანგანუმ(VII)-ის ოქსიდი, რომელიც ადვილად იშლება და მიიღება ატომური ჟანგბადი, რომელიც ფორმირდება ჟანგბადად და ოზონად, ამიტომ მანგანუმ(VII)-ის ოქსიდი ძლიერი მჟანგავია. ჩვენი ექსპერიმენტის დროს ეთანოლი აალდა ოზონთან შეხებისას.

ნანახია 104-ჯერ