ქიმიური ექსპერიმენტები
30-11--0001 ნიადაგის მჟავიანობამიზანი: სხვადასხვა საკარმიდამო ნაკვეთის ნიადაგის PH-ის დადგენა. შესამოწმებლად ავიღეთ დაბა თიანეთის, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭურჭელაურები, მამადაანები, ტუშურები, ჟებოტა, გოჯიანეები, ასევე ქალაქების: ზესტაფონი, ყვარელი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნიმუშები. თითოეული მიწის 15-20 გრამ ნიმუშს დავასხით მცირე რაოდენობის წყალი, ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ ჩავდეთ ლაკმუსის ქაღალდი. ქაღალდის ფერის ცვლილებით დავადგინეთ ნიადაგის მჟავიანობის ხარისხი. დავსახეთ საჭიროების შემთხვევაში მჟავიანობის შემცირების გზები. მიღებული შედეგები შეადარეს ერთმანეთს, სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ მონაცემებს. მოამზადეს ბუკლეტები, რომელშიც მიუთითეს როგორი ტიპის ნიადაგია, რომელი მცენარისთვის არის რეკომენდირებული და დაურიგეს დაინტერესებულ პირებს.
ნანახია 1705-ჯერ