ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 ისპანის ჭაობის წყლის ქიმიური ანალიზი

ჭაობის წყლის ნიმუში შევამოწმეთ ორგანოეპტიკური მაჩვენებლებით, წყალი მოყავისფრო-მომწვანო ფერისაა, უსუნოა. გავფილტრეთ ფილტრის ქაღალდის დახმარებით. ფილტრის ქაღალდზე დარჩა უმნიშვნელო ყავისფერი ნალექი. ფილტრატი ღია ჩალისფერია. გაფილტრული წყალი შევამოწმეთ უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდით და მიღებული შედეგი გვიჩვენებს სუსტ ტუტე გარემოს (pH=8). მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა ჭაობის წყლის შესწავლაზე და მომავალში შეადარონ რამოდენიმე ადგილზე, დროის ან სეზონის შესაბამისად, წყლის შედგენილობა. მშრალი სფაგნუმი (~50 გრ.) ჩავდე 200 მლ. წყალში, დავაყოვნე 20 წუთი და ამოვიღე ჭურჭლიდან პინცეტის საშუალებით. ქიმიურ ჭურჭელში 140 მლ. წყალი დარჩა. დავასკვენით, რომ სფაგნუმს აქვს წყლის შეწოვის მაღალი უნარი.

ნანახია 1670-ჯერ