ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 რა ფერისაა იოდიზირებული მარილი.

იოდი მნიშვენელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორომონების სინთეზში. იოდის ძირითადი წყაროა გარემო და საკვები პროდუქტები. შესაბამისად, იოდის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. დღესდღეობით იოდდეფიციტი გლობალური პრობლემაა. იოდი ბუნებრივად მოიპოვება ნიადაგსა და ზღვის წყალში. იოდის შემცველობა მსოფლიოში განსხვავდება რეგიონების მიხედვით. იოდის მიღება შესაძლებელია იოდის შემცველი პროდუქტების მიღებით, როგორიცაა რძის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები და წყალმცენარეები, ასევე იოდიზირებული მარილით. ხშირად მუსირებს აზრი, რომ იოდიზირებული მარილი უნდა იყოს მოწითალო იოდის შემცველობის გამო. მაგრამ ადამიანმა იოდი უნდა მიიღოს იოდის ანიონის სახით და არა უშუალოდ იოდის, რომელიც ძლიერ ტოქსიკურია. ამიტომ სუფრის მარილს ემატება კალიუმის იოდიდი, რომელიც ასევე თეთრი ფერისაა. ჩნდება კითხვა. როგორ დავადგინოთ, არის თუ არა სუფრის მარილი იოდიზირებული?

ნანახია 1684-ჯერ