ქიმიური ექსპერიმენტები

08-04-2019 „ვულკანი"

კლუბ მერვეს პირველ შეხვედრაზე ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტი „ვულკანი". ვულკანის მისაღებად გამოვიყენეთ ამონიუმის ბიქრომატი. მის გროვაში ანთებული ასანთის შეტანის შემდეგ იწყება ნივთიერების დაშლა ნამდვილი ვულკანის ეფექტით. ვხედავთ გავარვარებულ „კრატერს" ლავით და ფერფლით. ფერფლი ამონიუმის ბიქრომატის დაშლის შედეგად მიღებული ქრომის ამფოტერული ოქსიდია.

ნანახია 1752-ჯერ