ქიმიური ექსპერიმენტები
22-04-2019 რეაქციის მიმდინარეობის პირობებიჩატარდა ექსპერიმენტები რეაქციის მიმდინარეობის პირობების დასადგენად: პირველ პირობად მოსწავლეებმა დაასახელეს ნივთიერებების შერევა. ამ პირობის დასადასტურებლად ინსტრუქციის მიხედვით კლუბის წევრებმა ტყვიის ნიტრატის ხსნარზე იმოქმედეს კალიუმის იოდიდის 2-3 წვეთი, ექსპერიმენტის ეფექტმა აღტაცება გამოიწვია (წარმოიქმნა ულამაზესი ყვითელი ფერი). მეორე პირობად დასახელდა გაცხელება. ამ პირობის დასადასტურებლად ერთმანეთს შეურიეს 7გ რკინა და 4გ გოგირდი. იმის დასამტკიცებლად, რომ რეაქცია არ მოხდა, გამოიყენეს მაგნიტი და კომპონენტები განაცალკევეს, შემდეგ ისევ შეურიეს ერთმანეთს და ნარევი გააცხელეს, ამჯერად რეაქცია წარიმართა ნაერთის წარმოქმნით. მესამე ექსპერიმენტით კლუბის წევრები შეეცადნენ, გაერკვიათ შესაძლებელია, თუ არა რეაქცია წარიმართოს ნივთიერებების შეხების გარეშე. ამისთვის 10-10 მლ ნიშადურის სპირტი და კონცენტრირებული მარილმჟავას ხსნარი მოათავსეს განიერ დაბალ ჭურჭელში და დადგეს ერთმანეთის გვერდით. დააფარეს მინის თასი. დაკვირვების შემდეგ შენიშნეს ჭურჭლის შიგნით აირის წარმოქმნა, დაასკვნეს, რომ რეაქცია წარიმართა და პროდუქტიც წარმოიქმნა.
ნანახია 1750-ჯერ