ქიმიური ექსპერიმენტები
05-04-2019 „შაქრის გველი"რა საფრთხე შეიძლება გველოდებოდეს ისეთი აგრესიული ნივთიერებისგან, როგორიც კონცენტრირებული გოგირდმჟავაა? კითხვაზე კლუბის წევრებმა სავარაუდო პასუხები ჩამოაყალიბეს, შემდეგ კი დაიწყეს ინსტრუქციის მიხედვით ცდის ჩატარება. შაქრისგან დაამზადეს პუდრა, მოათავსეს ქიმიურ ჭიქაში (ჭიქის 1/3), წკირის დახმარებით გაკეთებულ ჩაღრმავებაში ჩააწვეთეს 7-8 წვეთი წყალი და დაამატეს დაახლოვებით 10 მლ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. მალე ჭიქიდან შავი მასა ამოიზარდა. მოსწავლეებისთვის ცხადი გახდა, რატომ ჰქვია ექსპერიმენტს „შაქრის გველი", ასევე ის, თუ რა სახიფათო ნივთიერებაა კონცენტრირებული გოგირდმჟავა.
ნანახია 1746-ჯერ