ქიმიური ექსპერიმენტები

30-11--0001 ფერადი ქიმია

ექსპერიმენტი 1-აქტიური მეტალის ურთიერთქმედება წყალთან. კალიუმის ნაწერი ჩავაგდეთ წყალში, მეტალი დაიწვა წყლის ზედაპირზე, წარმოქმნილი წყალხსნარის ბუნება დავამტკკიიცეთ უფერო ფენოლფთალეინით, ხსნარი ჟოლოსფერი გახდა. მას დავამატეთ გოგირდმჟავა, ხსნარი ისევ გაუფერულდა. ექსპერიმენტი 2-რძეზე ხატვა. 4 პატარა ჭიქაში გავხსენით სხვადასხვა 4 ფერის საღებავი. დავაწვეთეთ რძეზე,შემდეგ ჭურჭლის სარეცხ საშუალება "ფეირში" დავსლებული ყურის ჩხირები დავადეთ საღებავს ზემოდან. თითოეული რგოლი გაიშალა და ძლიან ლამაზი ნახატი გამოგვივიდა. ექსპერიმენტი 3-თვითაალება კალიუმის პერმანგანატის ფხვნილი კიდევ უფრო გავაფხვიერეთ ფაიფურის როდინში, დავაწვეთეთ 2-3 წვეთი გლიცერინი. ცოტა ხანში კალიუმის პერმანგანატი აალდა. ექსპერიმენტი 4- ფულის კუპიურის დაწვა ავიღეთ მინის ჭიქა, ჩავასხით შიგ 1:1 პროპორციით გამოხდილი წყალი და სპირტი.დავასველეთ კუპიურა და სანთებელით წავუკიდეთ ცეცხლი. ფულს ცეცხლი სწრაფად წაეკიდა, წარმოიქმნა ცისფერი ალი, მაგრამ ფული არ დაიწვა. შემდეგ წყლისა და სპირტის ნარევში ჩავყარეთ სუფრის მარილი, მოვურიეთ და ისევ დავასველეთ კუპიურა. წავუკიდეთ ცეცხლი, წარმოიქმნა ყვითელი ალი, რაც გამოიწვია ნატრიუმის იონებმა. ექსპერიმენტი 5-"შუქნიშნის ფერები" ავიღეთ თანაბარი რაოდენობით წყალი,ზეთი და სპირტი. წყალი შევღებეთ მწვანედ, სპირტი წითლად.მენზურაში ჩავასხით შეღებილი წყალი, შემდეგ დავუმატეთ ზეთი, რომელიც თავზე ამოტივტივდა, შემდეგ ფრთხილად ჩავასხით შეღებილი სპირტი, რომელიც დაბალი სიმკვრივის გამო ზეთის ზემოთ მოთავსდა. მივიღეთ სამ შრიანი ძალიან ლამაზი სითხე. ექსპერიმენტი 6- ბოთლში ჩავასხით 2 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, ცალკე ჭიქაში ჩავყარეთ პურის საფუარი და დავასხით თბილი წყალი, საფუარი გაიხსნა. მიღებული სითხე ჩავასხით ბოთლში და სწრაფად დავახურეთ საცობი, რომელიც შუაში იყო წინასწარ გახვრეტილი, მაშინვე დიდი რაოდენობით ქაფი ამოიფრქვა. ექსპერიმენტი 7- დავჭერით წითელი კომბოსტო, დავასხით ადუღებული წყალი, დავაყოვნეთ 10 წუთი და შეფერილი სითხე გადმოვღვარეთ. წინასწარ დავამზადეთ აზოტმჟავა და ნატრიუმის ტუტის ხსნარები, დავუმატეთ წითელი კომბოსტოს წვენი, მივიღეთ საოცარი ფერები, აზოტმჟავაში მუქი ვარდისფერი, ნატრიუმის ტუტეში-მწვანე. ექსპერიმენტი 8- ქიმიური ვულკანი ამონიუმის ბიქრომატის ფხვნილში ჩავდეთ ანთებული ასანთი და დაიწყო ვულკანმა ამოფრქვევა, წარმოიქმნა მწვანე ფერის ქრომის(III)ოქსიდი, მარტივი ნივთიერება აზოტი და წყალი.

ნანახია 1758-ჯერ