ქიმიური ექსპერიმენტები

10-06-2019 წითელი კომბოსტო და ph-ის ინდიკატორი

2019 წლის 10 ივნისს კლუბის წევრებმა ხელმძღვანელის დახმარებით ჩავატარეთ ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოვიყენეთ: წითელი კომბოსტოს წვენი, გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ძმარმჟავა და გოგირდმჟავა . ავიღეთ 5 სინჯარა. თითოეულში მოვათავსეთ წითელი კომბოსტოს წვენი თანაბარი რაოდენობით. შემდეგ თითო სინჯარაში ერთი სახის სითხე (ზემოთ ჩამოთვლილი) მოვათავსეთ და დავაკვირდით შედეგს. შევამჩნიეთ ,რომ სითხემ ფერი შეიცვალა. • სასმელი სოდა - მწვანე შეფერილობა. • ნატრიუმის ჰიდროქსიდი - მოყვითალო მომწვანო შეფერილობა. • ძმარმჟავა - მოვარდისფრო შეფერილობა. • გოგირდმჟავა - წითელი შეფერილობა.

ნანახია 1719-ჯერ