პრეზენტაციები და პროექტები

07-05-2019:   კლუბ "ელექტროლიტის" პრეზენტაცია

2019 წლის 7 მაისს სკოლაში გაიმართა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ "ელექროლიტი"-ს დაარსების პრეზენტაცია.შეხვედრას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენელი-ფატი არველაძე და სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს მცირე პერფორმანსი თუ "რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია",ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტი და ისაუბრეს კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე.კლუბის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი-ინდირა შენგელია.



21-05-2019:   პროექტი:"ხატვა საღებავების გარეშე" (ბუნებრივი ინდიკატორების დამზადება და გამოყენება)

,,ხატვა საღებავების გარეშე"- ამ სახელწოდებით ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ ,,ელექტროლიტის" წევრების ინიციატივით ქიმიის კაბინეტში გაიმართა საინტერესო აქტივობა. მონაწილეობდნენ 8 და9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ინტერესდებიან როგორც ქიმიით, ასევე ხელოვნებით. დაამზადეს ბუნებრივი ინდიკატორი - წითელი კომბოსტოს ნახარში. მოსწავლეები ხალისით ხატავდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ იცვლიდა ფერს იისფერი კომბოსტოს ნახარში მჟავაში და ტუტეში. ხატვის დაწყებამდე მიიღეს სხვადასხვა ფერი სასმელი სოდის, ,,ფეირის", საოჯახო ძმრის, ლიმონის წვენის გამოყენებით. აქტივობას ესწრებოდა ქიმიის კლუბის ხელმძღვანელი ინდირა შენგელია და ბიოლოგიის მასწავლებელი სოფო კაპანაძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავ- რე სანდრა კაპანაძე



08-05-2019:   ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესების გაცნობა

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ ,,ელექტროლიტის" წევრების ინიციატივით ქიმიის კაბინეტში გაიმართა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა. კლუბის წევრებმა ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს გააცნეს ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები. რომლებსაც თქვენ გიზიარებთ. რა უნდა ახსოვდეს ქიმიურ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს – მასწავლებელსა და მოსწავლეს: 1)ლაბორატორიაში არსებული ნივთიერებები მეტ-ნაკლებად მომ­წამ­ვ­ლელი და ცეცხლსაშიშია, ამიტომ აუცილებელია სისუფ­თა­ვის დაცვა და წესრიგი. 2)არ უნდა დავუშვათ ნივთიე­რე­ბების კანთან შეხება, ხელებით არ უნდა შევეხოთ სახესა და თვალებს, მუშაობის დროს არ უნდა მივიღოთ კვების პროდუქტები. 3)კატეგორიულად აკრძალულია მოქმედი დანადგარის უყურადღებოდ მიტოვება და ლაბორატორიაში მარტო ერთი პირის მუშაობა. 4)ყველა ჭურჭელზე, რომელშიც რეაქტივი ინახება, უნდა იყოს ზუსტი დასახელება. რეაქტივების გამოყენება უეტიკეტო ჭურჭლიდან აკრძალულია. 5)არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცდის ჩატარება ჭუჭყიან ჭურჭელში. შესაბამისად ცდის დამთავრებისთანავე ჭურჭელი უნდა გაირეცხოს. ახლად გამოყენებული ჭურჭლის გასუფთავება გაცილებით ადვილია, ვიდრე ძველის. 6)ჭურჭელთან, რომელშიც რაიმე ხსნარი დუღს ან რომელშიც რაიმე ხსნარის დამატება ხდება არ შეიძლება სახის ახლოს მიტანა; სინჯარის პირი, რომელშიც ხდება ხსნარის ან სითხის გაცხელება, არ უნდა იყოს მიმართული ვინმეს მიმართ. 7)კატეგორიულად აკრძალულია ქიმიური ნივთიერებების გემოს გასინჯვა; მათი ყნოსვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნაერთი არ არის შხამიანი ან მომწამვლელი. ამასთან არ შეიძლება პირდაპირ შესუნთქვა, არამედ საჭიროა ხელის მოძრაობით მივიტანოთ ორთქლი სასუნთქ ორგანოსთან. 8)ზოგიერთი ექსპერიმენტის ჩატარებისას უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია დამცველი სათვალით ან ორგანული მინისაგან დამზადებული სპეციალური საფარით სარგებლობა.