სიახლები

პროექტები და პრეზენტაციები

07-05-2019:   კლუბ "ელექტროლიტის" პრეზენტაცია

2019 წლის 7 მაისს სკოლაში გაიმართა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ "ელექროლიტი"-ს დაარსების პრეზენტაცია.შეხვედრას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენელი-ფატი არველაძე და სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს მცირე პერფორმანსი თუ "რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია",ჩატარდა სახალისო ექსპერიმენტი და ისაუბრეს კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე.კლუბის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი-ინდირა შენგელია.


21-05-2019:   პროექტი:"ხატვა საღებავების გარეშე" (ბუნებრივი ინდიკატორების დამზადება და გამოყენება)

,,ხატვა საღებავების გარეშე"- ამ სახელწოდებით ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ ,,ელექტროლიტის" წევრების ინიციატივით ქიმიის კაბინეტში გაიმართა საინტერესო აქტივობა. მონაწილეობდნენ 8 და9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ინტერესდებიან როგორც ქიმიით, ასევე ხელოვნებით. დაამზადეს ბუნებრივი ინდიკატორი - წითელი კომბოსტოს ნახარში. მოსწავლეები ხალისით ხატავდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ იცვლიდა ფერს იისფერი კომბოსტოს ნახარში მჟავაში და ტუტეში. ხატვის დაწყებამდე მიიღეს სხვადასხვა ფერი სასმელი სოდის, ,,ფეირის", საოჯახო ძმრის, ლიმონის წვენის გამოყენებით. აქტივობას ესწრებოდა ქიმიის კლუბის ხელმძღვანელი ინდირა შენგელია და ბიოლოგიის მასწავლებელი სოფო კაპანაძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავ- რე სანდრა კაპანაძე


 

ექსპერიმენტები

30-11--0001:   "ვულკანის ამოფრქვევა"

ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა ,,ელექტროლიტმა" მუშაობა განაახლა. ✅


ნანახია 1601-ჯერ