პოსტერების მომზადების ინსტრუქცია
თეზისების გაფორმების ინსტრუქცია HTML | PDF
პოსტერების გაფორმების ინსტრუქცია HTML | PDF
აბსტრაქტის შაბლონი
DOC
პოსტერის შაბლონი
PPTX
კონფერენციაზე წარმოდგენილი პოსტერები უნდა იყოს შესრულებული A1 ან A0 ზომის ფორმატზე ნაბეჭდი სახით.
პოსტერი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ კომპონენტებს:
- სათაური
- ავტორები (მოპასუხე ავტორის გვარის მითითება ვარსკლვავით)
- მოკლე რეზიუმე (სასურველია კიდეზე განთავსება)
- შესავალი
- მიზნები
- ძირითადი ტექსტი (შედეგების განსჯა)
- ექსპერიმენტული ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ექსპერიმენტალური ხასიათისაა)
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა (არასალადებულო)
- ავტორის ან ავტორთა საკონტაქტო ინფორმაცია
- კონფერენციის ლოგო (კონფერენციის ლოგო შეიძლება ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან PNG)
პოსტერზე შესაძლებელია იყოს განთავსებული დამატებით სხვა ინფორმაცია (ცხრილების, სურათების, ნახაზების და ა.შ. სახით)
პოსტერზე ასევე სასურველია დატანილი იყოს მონაწილე ორგანიზაციის ლოგო.
სასარგებლო რჩევები.
დიდი ფორმატის პოსტერების ასაწყობად შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც მძლავრი გრაფიკული რედაქტორები (მაგ. Corel, PhotoShop), ისე შედარებით კარგად ნაცნობი პროგრამები MS Office–ის პაკეტიდან, მაგალითად ისეთი პროგრამები, როგორიცაა PowerPoint, Publisher, MS Word.
პოსტერის ნიმუში: *.PPTX
პოსტერების ჩაბლონების ჩამოტვირთვა უფასოდ შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან:
Power Point–ის შაბლონები:
http://www.makesigns.com/SciPosters_Templates.aspx
http://posters4research.com/templates.php
http://www.aesplancopy.co.uk/templates.htm
MS Word და Publisher–ის შაბლონები
http://www.layoutready.com/Free-Word-Templates
პოსტერების დიზაინის შესახებ რჩევები შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე >>>