კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

რატომ "ოქროს რიცხვი"?

ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მხარდაჭერით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენციის "ოქროს რიცხვი" საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს კონფერენციაში "ოქროს რიცხვი-2023" მონაწილეთა რეგისტრაციას.

კონფერენციის მიზანია ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია,  მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე- ახალგაზრდობის გამოვლენა, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კონფერენცია ჩატარდება აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების სახით. აღმოსავლეთ კონფერენციას 2023 წლის 7 მაისს უმასპინძლებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტი თბილისში, ხოლო დასავლეთ კონფერენციას 2023 წლის 14 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისში.

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ზეპირ მოხსენებებით, ასევე სტენდური მოხსენებებით. კონფერენციის სავარაუდო თემატიკაა:

 

კვლევითი პროექტების ნიმუშები სტენდური მოხსენებისათვის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - http://www.chemclub.edu.ge/ideas.php

რეგისტრაციისა და მასალების მომზადებისათვის გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ ინსტრუქციას.

კონფერენცია საშუალებას მოგცემთ ნაყოფიერი და საინტერესო დღე გაატაროთ თქვენს თანატოლებთან და კოლეგებთან ერთად, გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება და გაეცნოთ სხვა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ კვლევით პროექტებს.

 

პატივისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

 



გაინტერესებთ წაარმატებით გაიარა
თუ არა თქვენმა პროექტმა შერჩევა? მოძებნე თქვენი მოხსენება კონფერენციის პროგრამაში.


მასალის გაფორმებისათვის გჭირდებათ ლოგო? ჩამოწერეთ მზა შაბლონები და გაიმარტივეთ მასალის გაფორმების პროცესი.


ეს კონფერენცია სასიამოვნო მოგონებად დაგამახსოვრდებათ. ეწვიეთ პერიოდულად ჩვენს ფოტო გალერეას და გაიახლეთ განცდა...


იხილეთ ის ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც შედგა ეს კონფერენცია...