კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

რატომ "ოქროს რიცხვი"?

მოსწავლეთა  და მასწავლებელთა ყოველწლიური რესპუბლიკური კონფერენციის "ოქროს რიცხვი" საორგანიზაციო კომიტეტი მოხარულია შეგატყობინოთ, რომ აცხადებს კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაციას და თეზისების მიღებას.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენცია "ოქროს რიცხვი" ორგანიზებულია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.

იგი მიზნად ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციისადმი ხელისშეწყობას.

კონფერენცია ჩატარდება აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ფორმით. აღმოსავლეთ კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 19 მაისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო დასავლეთ კონფერენცია კი - 2019 წლის 25 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენცია საშუალებას მოგცემთ ნაყოფიერად და დასამახსოვრებლად გაატაროთ ერთი დღე, გაიცნოთ თქვენი თანატოლები და კოლეგები, გაეცნოთ მათ მისწრაფებებს, ვისაუბროთ ერთად ქიმიის ხვალინდელი დღის შესახებ.

თეზისების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს 2019 წლის 10 მაისამდე.

რეგისტრაციისა და მასალების მომზადებისათვის გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ ინსტრუქციას.

იმედს ვიტოვებთ, რომ იქნებით აქტიურები და არაერთ თქვენგანს ვიხილავთ კონფერენციაზე.

პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტი

 

 



გაინტერესებთ წაარმატებით გაიარა
თუ არა თქვენმა პროექტმა შერჩევა? მოძებნე თქვენი მოხსენება კონფერენციის პროგრამაში.


მასალის გაფორმებისათვის გჭირდებათ ლოგო? ჩამოწერეთ მზა შაბლონები და გაიმარტივეთ მასალის გაფორმების პროცესი.


ეს კონფერენცია სასიამოვნო მოგონებად დაგამახსოვრდებათ. ეწვიეთ პერიოდულად ჩვენს ფოტო გალერეას და გაიახლეთ განცდა...


იხილეთ ის ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც შედგა ეს კონფერენცია...