სიახლები
07-09-2019 ეტიუდი ქიმიის განვითარების ისტორიიდან(N4)---7 სექტემბერი ცნობილი ქიმიკოსის,ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ორდენის, სამეფო საზოგადოების წევრისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ჯონ კორნფორტის დაბადების დღეა.--- სერ ჯონ კორნფრონტი დაიბადა 1917 წლის 7 სექტემბერს,ის არის ავსტრალიელ-ბრიტანელი ქიმიკოსი.სერ ჯონმა განათლება მიიღო სიდნეის ვაჟთა უმაღლეს სკოლაში.მან მისი ქიმიის პედაგოგის შთაგონებით მომავალი გეგმები იურისპრუდენციიდან ქიმიაზე გადაიტანა. კორნფრონტმა გამოიკვლია ფერმენტები,რომლებიც აჩქარებდნენ(აკატალიზებდნენ) ცვლილებებს ორგანულ ნაერთებში-სუბსტრატებში წყალბადის ატომის ადგილის დაკავებით სუბსტრატის ჯაჭვებსა და რგოლებში.მის სინთეზებსა და კვლევებში ალკენებისა და სტეროიდების შესახებ,კორნფორტმა განსაზღვრა,თუ რომელი წყალბადის ატომები ჩაანაცვლა სუბსტრატში ფერმენტმა.ამ ყველაფერმა მას მისცა საშუალება დეტალურად გასცნობოდა ქოლესტერინის ბიოსინთეზს.ამ კვლევისათვის,1975 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში.სერ ჯონ კორნფორტი გარდაიცვალა სასექსში,2013 წლის 8 დეკემბერს,96 წლის ასაკში. ავტორი:სოსო სოსელია
ნანახია 2460-ჯერ