სიახლები

24-06-2024 კონფერენცია - ,,ოქროს რიცხვი-2024"

ჩვენი კლუბის წევრებმა, 2 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ქუთაისში (დასავლეთ კონფერენცია), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ რესპუბლიკურ კონფერენციაში ,,ოქროს რიცხვი - 2024“. კონფერენცია ტარდება ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კლუბი კონფერენციაზე წარდგა ორი სტენდური მოხსენებით -,,ნაყინის ქიმია - როგორ შევამციროთ წყლის გაყინვის ტემპერატურა“ და ,,როგორ დავამზადოთ რძისგან პლასტმასი“ .

ნანახია 219-ჯერ