სიახლები

20-01-2023 ფტორი - მტერი თუ მოყვარე?

ფტორი არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს კარიესის წარმოქმნის პროცესს. პირის ღრუში არსებული ბაქტერიები შაქართან კომბინაციაში წარმოქმნიან მჟავას, რომელიც აზიანებს კბილების გარე ფენას, მინანქარს. ფტორი კი იცავს და აღადგენს მინანქარს. მიღებული პრაქტიკაა ონკანის წყლის ფტორიდით გამდიდრება კარიესის პრევენციის მიზნით. რეკომენდირებულია, რომ ბავშვებმა მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და გაიხეხონ კბილები ფტორის შემცველი კბილის პასტით. თუმცა არც მისი სიჭარბეა სასარგებლო. ფლუოროზი — ფტორის სიჭარბის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობაზე ორგანიზმში. ახასიათებს ყვითელი-მორუხო ლაქები კბილის მინანაქრზე. თუ ფტორის სიჭარბე განსაკუთრებით მაღალია, ამ დროს ძვლები მყიფე და მსხვრევადი ხდება. ზოგიერთი კვლევის თანახმად გამოვლენილია ფტორირებული წყლის მომხმარებლებში ოსტეოსარკომის მაღალ სიხშირე. თავის ტვინის, ნერვული სისტემის — არაერთი კვლევის შედეგი მიუთითებს წყლის ფტორირების ნეიროტოქსიურ ეფექტს, კავშირს IQ ინდექსის შემცირებასთან, კოგნიტიურ და ცირკადული რიტმის დარღვევასთან. მასალა მოამზადა: მარიამ ალშიბაიამ

ნანახია 872-ჯერ