სიახლები
15-01-2023 ალუმინიალუმინის შენადნობებისაგან დამზადებული საოჯახო ჭურჭელი ბევრი კარგი თვისებით _ გამოირჩევა. ადვილი მოსახმარია და გასაკვირი არ არის, რომ ასე ფართოდ არის გავრცელებული. თვით ალუმინი ქიმიურად საკმაოდ აქტიური ლითონია, ამიტომ, წყალშიაც ადვილად უნდა იხსნებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ ხდება. მიზეზი ამისა არის ის, რომ ჩვეულებრივ პირობებში წყალსა თუ სხვა გარემოში მას გადაეკვრის ხოლმე თხელი, გამჭვირვალე და უაღრესად მკვრივი კოროზიამედეგი ოქსიდის (Al2O3) ფენა. იგი კარგად უძლებს ჩვეულებრივ სითხეებს და საიმედოდ იცავს მეტალის ძირითად მასას დაჟანგვისგან. მაგრამ აქაც არის ზოგიერთი გამონაკლისი: თუ დამცველი აფსკი რაიმე სითხეში იხსნება, მაშინ, ცხადია, ალუმინის მედეგობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი ასეთი „მტერია“, კერძოდ, მჟავა თვისებების მქონე კერძი, მასში იხსნება ოქსიდის ფენა, რაც აშიშვლებს მეტალის ზედაპირს და ხსნის მას. ამგვარად, ალუმინი შეიძლება გადავიდეს საჭმელში. ალუმინი გამოირჩევა უმნიშვნელო ტოქსიკურობით, მაგრამ შეუძლია ნეგატიური მოქმედება ადამიანზე და სხვა თბილსისხლიან ცხოველებზე. განსაკუთრებით საშიშია ალუმინის - ქლორიდები, სულფატები, ნიტრატები და აცეტატები. ისინი ტოქსიკურ მოქმედებას იწყებენ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ. პირველ რიგში მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე - გროვდებიან ნერვულ ქსოვილებში, რაც იწვევს ცნს - ის ფუნქციის მძიმე დარღვევას. ასევე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე, რომელსაც თირკმლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნებათ. ამიტომაც უნდა ვერიდოთ ალუმინის ჭურჭელში არა მარტო მჟავა, არამედ ტუტე რეაქციის მქონე კერძის მომზადებას და შენახვას, რადგან ალუმინი ამფოტერული ბუნებისაა. მასალა მოამზადა: ნინი წერეთელმა
ნანახია 663-ჯერ