სიახლები
22-11-2019 წყალტუბოს "უკვდავების წყარო"22 ნოემბერს კლუბი,,AQVA" იმყოფებოდნენ ქალაქ წყალტუბოში.დავათვალიერეთ N6 აბაზანა. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს. კურორტ წყალტუბოს ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს რადონული მინერალური წყალი. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან შემოედინება თვითდინებით, ტუმბოების გამოყენების გარეშე. მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, შემადგენლობით არ არის აგრესიული. შესაბამისად, დამსვენებელთა ასაკიც შეუზღუდავია (4 წლიდან ხანდაზმულების ჩათვლით). ნინო ბენიძე
ნანახია 2009-ჯერ