სიახლები
17-12-2022 ვორქშოპი2022 წლის17 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებისთვის. პრაღის Science on Stage - ის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე მასწავლებლებმა - ნინო აბესაძემ, ქეთევან ედიბერიძემ და ინესა ბეჟანოვამ გამოცდილება გაუზიარეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შემდეგი ვორქშოპი 2023 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება. #საბუნებისმეტყველოგანათლებისკვლევითიცენტრიsalis #ილიაუნი #ScienceOnStage
ნანახია 364-ჯერ