სიახლები

29-03-2020 ეთანოლი(სპირტი)

ამჯერად თემა სპირტი შევარჩიე,რომელიც იმდენად ახლობელი და ორგანული გახდა ჩვენთვის,ალბად მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება,ეს არის ნივთიერება,რომლის სახელი პატარამაც იცის უკვე.ის ხომ ასე აქტიურად იბრძვის დღეს და გვიცავს ჩვენ ადამიანებს.დღეს ყველას მოეპოვება ოჯახში ,ამიტომ ჩემო კლუბის წევრებო ეთანოლზე ჩავატარებთ მარტივ ცდებს.გიგზავნით ინსტრუქციას,რომლის ჩატარება ძალიან მარტივია დღეს ჩვენს პირობებში და დასკვნა ერთად გამოვიტანოთ. ეთანოლის თვისებების შესახებ. 1.გამჭვირვალე ჭიქაში მოათავსეთ რამდენიმე წვეთი ეთანოლი,შეამოწმეთ აქვს თუ არა სუნი. 2.აღებულ ნიმუშ დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი,გამოიტანეთ დასკვნა (როგორ იხსნება წყალში) 3.გამჭვირვალე ჭიქაში მოათავსეთ რამდენიმე წვეთი ეთანოლი დაასხით,რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი.რა შეგიძლიათ თქვათ სპირტის,როგორც გამხსნელის შესახებ.გამოიტანეთ დასკვნა. 4.ჯამში მოათავსეთ 2-3 მლ ეთანოლი და ანთებული ასანთის ღერით მოუკიდეთ ცეცხლი.როგორი ალით იწვის? 5.სალფეთქის ქაღალდზე ცალ-ცალკე მოათვსეთ 1-2 მლ ეთანოლი და წყალი.რომელი უფრო მალე აქროლდება?გამოიტანეთ დასკვნა სპირტის აქროლადობის შესახებ. გისურვეთ წარმატებებს!!!

ნანახია 2266-ჯერ