სიახლები

26-12-2019 გოგი ჭირაქაძის ბიოგრაფია

26 დეკემმოს N19 სკოლის პედაგოგმა კლუბ "AQVA"-ს წევრებს ესაუბრა პროფესორ გოგი ჭირაქაძის ბიოგრაფიაზე,მის მიღწევებზე .იგი პირველი ასპირანტი (1960–1963 წწ) და შესაბამისად პირველი ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი იყო რადიაციული ქიმიის დარგში საქართველოში.იგი დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. უდუდესი წვლილი მიუძღვის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის ქიმიის საგნისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებაში.1966 - 2003 წლებში პარალელურად მუშაობდა თბილისის პირველი საშუალო სკოლის, ამჟამიდელი I კლასიკური გიმნაზიის ქიმიის მასწავლებლად.1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1984 წელს პროფ. გ. ჭირაქაძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

ნანახია 2022-ჯერ