სიახლები

30-11--0001 კლუბისმ მესამე სამუშაო შეხვედრა

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები გაეცვნენ მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები იმუშავებენ თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მზია სალაძე (ოქტომბრის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (დანდალოს საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ძენწმანის საბაზო სკოლა), ნანა ვარდმანიძე (უჩხითის საჯარო სკოლა).

6 აპრილს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე
და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს, გაესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს, გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მისცეს საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით

. ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობაში კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.

ნანახია 2178-ჯერ