სიახლები
07-06-2019 ექსკურსია მინერალების მუზეუმშიმე-8 კლასში გეოლოგიური გარდაქმნების შესწავლის დროს ლაბორატორიაში ზენაჯერი ხსნარიდან მივიღეთ შაბიამნის კრისტალები. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება ბუნებაში ქიმიური და ფიზიკური გარდაქმნების შედეგად მინერალების და კრისტალების ზრდა. ამისთვის ვეწვიეთ ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმს. მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს ბუნების მიერ შექმნილი ულამაზესი კრისტალები და მინერალები. https://drive.google.com/drive/folders/1i1VjcIObTYQH29E1xK8usokaODfphPE8?usp=sharing
ნანახია 2631-ჯერ