სიახლები

09-02-2023 თემა ,,მეტალები" -ის გაცნობა გრძელდება კლუბში ,,უბრალოდ ქიმიკოსები"

ზოგიერთი მეტალი, მაგ: ცეზიუმი და კალიუმი ინახება ნავთში ან ზეთში დიდი ქიმიური აქტიურობის გამო, ჰაერის ჟანგბადთან რეაქციის თავიდან აცილების მიზნით.  ოქრო და პლატინა კი იმდენად მდგრადია ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რომ ბუნებაში თავისუფალი სახით არიან გავრცელებული. ამავე მიზეზის გამო პლატინა გამოიყენება მოტეხილი ძვლების გადასაბმელად, ოქროსგან ამზადებდნენ კბილებს, როელიც პირის ღრუს ძლიერ მჟავა  არეს უძლებდა.  გარემოს გავლენით მეტალების სტრუქტურის რღვევას  კოროზია ეწოდება. ოქრო და პლატინა  კოროზიისადმი უჩვეულოდ მდგრადია.

ნანახია 584-ჯერ