სიახლები
14-11-2022 სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლის ,,უბრალოდ ქიმიკოსებისკლუბის მუშაობის ძირითადი დანიშნულებაა დააინტერესოს სკოლის მოსწავლეები ქიმია-ბუნებისმეტყველების საგნებით,გაუღვიძოს მათ მოტივაცია ღრმად გაეცნონ ამ საინტერესო საგნების საფუძვლებს, გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძირითადი მიზანი კი არის: · სკოლის მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება ბუნებისმეტყველების სფეროში; · დაინტერესება მეცნიერების თანამედროვე მიღწევებით და ექსპერიმენტის ჩატარების ჩვევებით; · კვლევითი უნარების გაძლიერება. კლუბში გაერთიანებული მოსწავლეები გაიღრმავებენ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული მუშაობის, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. წრეში გაერთიანდება მოსწავლეები, რომლებიც გამოიჩენენ ინტერესს დედამიწის შემსწავლელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.
ნანახია 2736-ჯერ