სიახლები
30-11--0001 კბილის პასტით დამუშავებულ კვერცხის ნაჭუჭზე მჟავას მოქმედებაკვერცხის ნაჭუჭზე მჟავას მოქმედების გამოკვლევა ექსპერიმენტისთვის საჭირო აღჭურვილობა: ხელთათმანები, ქიმიური ჭიქა, კვერცხის ჩასადები ლადოკი, მარკერი. ექსპერიმენტისთვის საჭირო რეაქტივები: სამი კბილის პასტა: „ბლენდამედი-ანტიკარიესული“, „ქოლგეითი“- სამმაგი ეფექტით და „ქროითნი“-გამათეთრებელი., კვერცხი, ძმარმჟავა 3%, წყალი. ექსპერიმენტის მსველელობა: სამ კვერცხს წავუსვით სამი სხადასხვა კბილის პასტა და დავაყოვნეთ 15წთ. შემდეგ გავრეცხეთ გამდინარე წყლით. კბილის პასტით დამუშავებული სამი კვერცხი და ერთი საკონტროლო კვერცხი მოვათავსეთ წინასწარ დანომრილ ქიმიურ ჭიქებში, დავასხით ძმარმჟავას სუსტი ხსნარი და დავაყოვნეთ 15 წუთი. ექსპერიმენტის შედეგი: შევამოწმეთ როგორი ძალისხმევით გატყდებოდა კვერცხის ნაჭუჭები აღმოჩნდა, რომ ყველაზე ადვილად გატყდა საკონტროლო კვერცხი, შემდეგ კბილის პასტა „ბლენდამედით“ დამუშავებული კვერცხი, შედარებით მეტი ძალისხმევა დასჭირდა „ქროითნით“ დამუშავებულ კვერცხს, ხოლო ყველაზე ძნელად გატყდა კბილის პასტა „ქოლგეითით“ დამუშავებული კვერცხი. დასკვნა: ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე ვასკვნით,რომ ჩვენ მიერ შერჩეული სამი კბილის პასტიდან ორი „ქოლგეითი“ და „ქროითნი“ ამაგრებს კბილებს და იცავს მას კარიესისაგან. რაც შეეხება „ბლენდამედს“ ვერ გაამართლა იმედები.
ნანახია 2247-ჯერ