სიახლები

30-11--0001 აბრაზიული კბილის პასტის შედგენილობის გამოკვლევა

ექსპერიმენტისთვის გამოვიყენეთ 3 კბილის პასტა: „ბლენდამედი-ანტიკარიესული“, „ქოლგეითი“- სამმაგი ეფექტით და „ქროითნი“-გამათეთრებელი. გავეცანით მათ შედგენილობებს. ეტიკეტების მიხედვით პასტებში „ქოლგეით“-სა და „ქროითნში“ აბრაზიულ მასალად გამოყენებულია CaCO3, ხოლო „ბლენდამედში“ წყალში ხსნადი ფოსფატები.ექსპერიმენტის მსველელობა: თითოეული კბილის პასტა თანაბარი რაოდენობით მოვათავსეთ 3 ქიმიურ ჭიქაში, დავასხით მცირეოდენი წყალი და გავხსენით მასში. შემდეგ დავაცადეთ დაწდომა, გადავწურეთ. გადაწურვის შემდეგ ქიმიურ ჭიქებში, რომელშიც მოთავსებული იყო „ქოლგეითი“და „კროითნი“ფსკერზე დარჩა ნალექი. ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც მოთავსებული იყო კბილის პასტა „ბლენდამედი“ ნალექი არ წარმოიქმნა, მაგრამ დარჩა შედარებით სქელი მასა. სამივე მათგანზე ვიმოქმედეთ 2-2 მლ. მარილმჟავათი. ექსპერიმენტის შედეგი: 1. ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც მოთავსებული იყო კბილის პასტა „ქროითნი“ ინტენსიური რაოდენობით წარმოიქმნა აირის ბუშტუკები. 2. ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც მოთავსებული იყო კბილის პასტა „ქოლგეითი“ შედარებით მცირე რაოდენობით წარმოიქმნა აირის ბუშტუკები. 3. ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც მოთავსებული იყო კბილის პასტა „ბლენდამედი“ არ წარმოიქმნა აირის ბუშტუკები. დასკვნა: კბილის პასტა „ქროითნი“ და კბილის პასტა „ქოლგეითი“ აბრაზიულ მასალად შიცავს CaCO3. რადგანაც კბილის პასტა „ქროითნში“ ინტენსიური რაოდენობით წარმოიქმნა აირის ბუშტუკები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კბილის პასტა „ქროითნი“ უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს კლაციუმის კარბონატს, ვიდრე კბილის პასტა „ქოლგეითი“. ამ დროს წარიმართა შემდეგი რეაქცია: CaCO3+2HCl= CaCl2+ H2O + CO2 რადგანაც ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც მოთავსებული იყო კბილის პასტა „ბლენდამედი“ ნალექი არ წარმოიქმნა და არც მარილმჟავას მოქმედებით გამოიყო აირის ბუშტუკები ე.ი. კბილის პასტა „ბლენდამედში“ აბრაზიულ მასალად გამოყენებულია წყალში ხსნადი ფოსფატები.

ნანახია 2223-ჯერ