სიახლები
22-03-2019 22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს სსიპ დაბა თიანეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელ ნანა ლომაძესთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თიანეთის სერვისცენტრს. სერვისცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეები თბილად მიიღეს, ხოლო ლაბორატორიის სპეციალისტმა ქალბატონმა ლალი ჯამარაულმა მოსწავლეებს გააცნო დაბა თიანეთის წყალმომარაგების სქემა, ჩაატარა ცდები, რომლითაც ქალბატონმა ლალიმ მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრა წყლის PH მაჩვენებელი, ქლორის რაოდენობა წყალში, წყლის ჟანგბადიანობა, წყლის სიხისტე. ასევე აჩვენა როგორ შეიძლება წყალში ამიაკის, ნიტრატებისა და ნიტრიტების აღმოჩენა.
ნანახია 2742-ჯერ