სიახლები

30-11--0001 ხელოვნურ კაუჩუკი

ხელოვნურ კაუჩუკს უმთავრესად ღებულობენ კარტოფილიდან მიღებული სპირტისაგან. 12 ტონა კარტოფილისგან შეიძლება მივიღოთ 1 ტონა სპირტი, რომელიც შემდეგ იხარჯება კაუჩუკის წარმოებაზე. ამჟამად კაუჩუკის მისაღებად ძვირფას ნედლეულს წარმოადგენს. ეთილენი, რომელიც კრეკინგის შედეგად მიიღება, წარმოადგენს საფუძველს ეთილის სპირტის მისაღებად. ეთილენზე გოგირდმჟავას მოქმედებით და მიღებული პროდუქტის წყლით დაშლისას მიიღება სინთეზური ეთილის სპირტი: CH2 = CH2 + H2SO4 → CH3-CH2-OSO2OH ეთილენი ეთილგოგირდმჟავა CH3-CH2-OSO2OH + H2O → CH3-CH2-OH + H2SO4 ეს იყო ბუტლეროვის ხერხი. შემდეგ შემუშავებული იყო ეთილენიდან სპირტის მიღების მეორე ხერხი - მასთან წყლის პირდაპირი შეერთებით კატალიზატორის თანხლებით. ეს ხერხი არ მოითხოვს დიდი რაოდენობით გოგირდმჟავას გამოყენებას და ამიტომ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: CH2 = CH2 + H2O → CH3-CH2-OH სინთეზური ეთილის სპირტი ლებედევის ხერხით გადამუშავდება დივინილად, ხოლო ეს უკანასკნელი - ხელოვნურ კაუჩუკად. ეს ნავთობიდან მიღებული კაუჩუკია. ეთილენი შეიძლება გამოიყოს კოქსის გაზიდანაც - ქვანახშირის მშრალი გამოხდის პროდუქტიდან. არაფოროვანი რეზინის ფირფიტები, ფურცლები, ზოლები ან ლენტები გამოიყენება იატაკის საფარების ან ხალიჩების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციაში ფასონური პროფილების დასამზადებლად. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები საჭიროა ავტობუსებისა და ტვირთის გადასაზიდი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციისათვის, მოტოციკლებისა და ველოსიპედებისათვის, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მშენებლობასა და მრეწველობაში გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანებისათვის, მსუბუქი ავტომობილებისათვის (სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი-ფურგონები და სპორტული ავტომობილები). ვულკანიზირებული რეზინები გამოიყენება ჰიგიენური და ფარმაცევტული ნაწარმის დასამზადებლად, ბავშვის საწოვარების ჩათვლით. გარდა ამისა, მისგან მზადდება რეზინის ტანსაცმელი და ნაკეთობები, ხელთათმანები, თათმანები როგორც ხელოვნური თვალი ხელოვნური თვალი უსინათლოებისათვიs ქირურგიული, ისე სამეურნეო, საკანცელარიო საშუალებები, შუასადებები, საყელურები და შემამჭიდროვებლები, ნავის ან ნავმისადგომების ამორტიზატორები.

ნანახია 2508-ჯერ