სიახლები
30-11--0001 “კოლხური თეთრისაქართველო – სამონეტო ცივილიზაციის უძველესი კერაა. კოლხური თეთრი კი მსოფლიოში წარმოებულ მონეტათა შორის ერთ ერთ უძველეს ფულად ერთეულს წარმოადგენს. ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია. სწორედ ამ უნიკალურ და უძველეს მონეტების ჯგუფს მიეკუთვნება “კოლხური თეთრი“ რომელიც ძვ.წ. VI ს-ში კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრებოდა.გიორგი დუნდუას მოსაზრებით “კოლხური თეთრი მოჭრის ტექნიკითა და შესრულების მხატვრული დონით არაფრით ჩამოუვარდება ბერძნული სამყაროს თანადროულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს“. კოლხური თეთრის რამოდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს, ტეტრადრაქმა, რომლის წონაა 13 გ. მის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, ზურგზე ფრთოსანი რაშის პროტომა.დიდრაქმა: I ტიპი. შუბლზე — მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე — მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. II ტიპი. შუბლზე ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მინეტის შუბლზეა. III ტიპი. შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე – ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. კოლხური დიდრაქმების საშუალო წონაა 8, 99—9, 90 გ.
ნანახია 2542-ჯერ