სიახლები
30-11--0001 ბრალდებული ლავუაზიემე გავანათე პარიზი, პარიზმა კი თავის მოკვეთა მომისაჯა. რაკი ტრიბუნალმა ასე ინება, დაე, დავისაჯო, მაგრამ ამჟამად საპატიმროში განვაგრძობ ცდას, რომლის გასრულებასაც მეცნიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მომეცით საშუალება, დავასრულო ეს ცდა. საამისოდ საჭიროა დროით გამიგრძელოთ გზა გილიოტინამდე. მხოლოდ ამას ვითხოვ. ვთხოვ ჩემ რესპუბლიკას, რომლისთვისაც ერთგულად მიმუშავია და მზად ვარ, თავიც გავწირო'."ტრიბუნალის თავმჯდომარე კოფინელმა განაცხადა: რესპუბლიკას მეცნიერები არ სჭირდება!" და სამშობლოს ღალატში ბრალდებულ ლავუაზიეს სიკვდილი მიუსაჯა. "ჯალათს ერთი წამი დასჭირდა იმ თავის მოსაკვეთად, რომლის მსგავსის შესაქმნელად საფრანგეთს შეიძლება 100 წელი დასჭირდეს!" - ასე გამოეხმაურა დიდი ფრანგი მათემატიკოსი ლუი ლეგრანჟი თავისი კოლეგისა და მეგობრის სიკვდილით დასჯას.
ნანახია 2495-ჯერ